Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  ყველა პირველსემესტრელს ულოცავს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობას!

 

რა უნდა გააკეთონ პირველსემესტრელმა  სტუდენტებმა  სწავლის  დაწყებამადე 

1. უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ პორტალზე (uni.tsu.ge) (ელექტრონული ანკეტა გააქტიურდება 5 სექტემბერს).

2. გააფორმონ ხელშეკრულება და  ფაკულტეტზე პირადი საქმის გასახსნელად უნდა  წარმოადგინონ  დოკუმენტაცია;

3. გაიარონ ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა);

4. გაიარონ აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა).

 

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რეგისტრაციის ვადები პირველსემეტრელი სტუდენტებისთვის

5-16 სექტემბერი 10:00-დან 17:00 საათამდე   - ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) და ხელშეკრულების გაფორმება 

(გაითვალისწინეთ, რომ არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი), სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლის და მშობლის პირადობის მოწმობის (დედანი და ასლი) წარმოდგენის შემთხვევაში).

 გაითვალისწინეთ, რომ ხელშეკრულება და პირადი საქმის გახსნისთვის წარმოსადგენი სხვა დოკუმენტები  უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს  16 სექტემბრის 17.00 საათისა

პირადი საქმის გახსნისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით).

- (არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის შემთხვევაში უფლებამოსილმა პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობა).

- ორი ცალი ფოტოსურათი (3x4) ბეჭდური სახით;

- ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3X4);

- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

პირადი საქმის გასახსნელად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა მიმართოთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს მისამართზე -  თბილისი, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი,  მე-2 სართული, მარჯვენა ფლიგელი. ტელ: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა 1734).

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 18-23 სექტემბერს  შეძლებთ სასწავლო კურსების არჩევას (აკადემიური რეგისტრაციის გავლას)

აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა)

   იხ. რეკომენდაციები საგნების არჩევასთან დაკავშირებით

კონსულტაციისთვის მიმართეთ  შემდეგ მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ნულოვანი სართული, ოთახი № 02

თარიღი: 06/09/2024